ბუნებრივ რესურსებზე ხელმისაწვდომობა ნებისმიერი ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია: ქვეყანაში ინდუსტრიული წარმოება ვერ გექნება, თუ არ შეგიძლია, საჭირო მინერალები მოიპოვო. სწორედ ამიტომ, Visual Capitalist, Statista-ს 2021 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, იმ ქვეყნების რეიტინგს აქვეყნებს, რომლებიც ბუნებრივი რესურსებით ყველაზე მდიდარია.
კვლევა აჩვენებს, რომ ბუნებრივი რესურსების გლობალურ ლანდშაფტზე 10 ქვეყანა დომინირებს, რომელთა რეზერვებში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინდუსტრიების განვითარებისთვის საჭირო რესურსები ინახება.
ბუნებრივი რესურსებით ყველაზე მდიდარი რუსეთია. ქვანახშირი, ბუნებრივი აირი, ნავთობი და იშვიათი მეტალები რუსეთში $75 ტრილიონადაა შეფასებული. 2018 წლის ბოლოს ქვეყნის ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს მინისტრმა რუსეთის მინერალური რეზერვების ღირებულება $1.44 ტრილიონად შეაფასა.
რუსეთის წილი გლობალურად ბუნებრივი აირის მოპოვებაში შეუდარებელია. ქვეყანას გაზის 1.32 კვადრილიონი კუბური მეტრის რეზერვი აქვს, რაც გლობალურად ინდუსტრიის 20%-ია.
მეორე ადგილს აშშ იკავებს, რომლის ბუნებრივი რესურსებიც $45 ტრილიონადაა შეფასებული და მოიცავს ქვანახშირის, ხის, ბუნებრივი აირისა და ძვირფასი ლითონების მოპოვებას. სრული რეიტინგი კი ასე გამოიყურება:
ქვეყანა | ძირითადი რესურსები | ღირებულება (ტრილიონი აშშ დოლარი) |
რუსეთი | ქვანახშირი, გაზი, ნავთობი, ოქრომ, ხე, ლითონები | 75 |
აშშ | ქვანახშირი, ხე, გაზი, ოქრო, ბრინჯაო | 45 |
საუდის არაბეთი | ნავთობი, ხე-ტყე | 34 |
კანადა | ნავთობი, ურანი, ხე, ბუნებრივი აირი, ფოსფატი | 33 |
ირანი | ნავთობი, გაზი | 27 |
ჩინეთი | ქვანახშირი, იშვიათი ლითონები, ხე | 23 |
ბრაზილია | ოქრო, ურანი, რკინა, ხე, ნავთობი | 22 |
ავსტრალია | ქვანახშირი, ხე, ბრინჯაო, რკინა, ოქრო, ურანი | 20 |
ერაყი | ნავთობი, ფოსფატის ქვა | 16 |
ვენესუელა | რკინა, გაზი, ნავთობი | 14 |