“დევდორაკის გახშირებული ჩამოსვლების შემდეგ ჩემთვის, როგორც გეომორფოლოგისთვის, ეს იყო ნომერ პირველი სიგნალი, როცა ვთქვით, რომ ამ პერიოდიდან ჩვენ გველოდება მძიმე სურათები...”,- ამის შესახებ GeoGraphic-ის მმართველმა პარტნიორმა BMG-ის გადაცემა რედაქტ2-თან ინტერვიუში გახშირებულ ანომალიურ ბუნებრივ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
გიორგი გოცირიძის თქმით, ბუნებრივმა ანომალიებმა მიიღო მკაფიო, მზარდი ხასიათი, რაც ნიშნავს, რომ თავიდან ბოლომდე გადასახედია ყველა ის მიდგომა, რომელიც გააჩნდა ადგილობრივ მოსახლეობასაც, საზოგადოებასაც, ცენტრალურ ხელისუფლებასაც, მუნიციპალიტეტსაც და მეცნიერებსაც.
„ჩვენი ქვეყანა არის მრავალფეროვანი, რთული და ყველა ის სიკეთე, რაც ეთნოკულტურაში, ბუნების თვალწარმტაც ხედებში და ბუნების ძეგლებში გვაქვს, ამის უკან სინამდვილეში არის ძალიან დიდი პრობლემები. ეს არის ის ბუნებრივი საფრთხეები, რომელიც ჩვენს ქვეყანას ყოველთვის ჰქონდა, აქვს და ამას კიდევ ზემოდან ემატება მაღალი სეისმურობა, რომელიც ამ ყველაფერს აჩქარებს. წლების და ათწლეულების განმავლობაში ყოველთვის ხდებოდა ასეთი ანომალიური გამოვლინებები, თოვლის მოსვლა, აქედან გამომდინარე წყალდიბობები, ღვარცოფები, მეწყრები, მაგრამ ბოლო პერიოდში ამან მიიღო აქსელერაციის ხასიათი.
რეალურად ორი ფენომენი იკვეთება ჩვენთან და ვიღებთ დევდორაკებს, ვიღებთ შოვის ტრაგედიას, ვიღებთ ქარებს იქ, სადაც არ იყო, ვიღებთ გურიაში ანომალიურ თოვლს. თუ გასული საუკუნის განმავლობაში ეს იყო მხოლოდ ანომალიები, ამ ანომალიებმა მიიღო მკაფიო ხასიათი, მზარდი ხასიათი და ეს ნიშნავს, რომ გადასახედია თავიდან ბოლომდე ყველა ის მიდგომა, რომელიც გააჩნდა ადგილობრივ მოსახლეობასაც, საზოგადოებასაც, ცენტრალურ ხელისუფლებასაც, მუნიციპალიტეტსაც და მეცნიერებსაც.
წარმოიდგინეთ იმერეთის, გურიის გორაკ-ბორცვები, სადაც არსებობდა მეწყრები, რომელიც მოძრაობდა დინამიკაში, იგივე სვანეთში, ყაზბეგში, იგივე რაჭაში. ხანდახან არის ღვარცოფი, წყალდიდობა და გარკვეულ წონასწორობაში იყო ეს ყველაფერი. ადამიანი ამ წონასწორობას შეეგუა ათწლეულების განმავლობაში და აშენებდა სახლს, დაენგრეოდა მეორე ადგილზე გადაიტანდა და გარკვეულ დაშვებულ წონასწორობაში იყო კომუნიკაცია ბუნებასა და ადამიანს შორის. წარმოიდგინეთ ეს ბალანსი რადიკალურად აირია, აირია ნალექბრუნვა, ანუ ერთ დღეში შეიძლება მოვიდეს მთელი წლიური ნალექის მოცულობის 30-40%, შეიძლება მოწყდეს ისეთი მასა, რომელიც 1000 წელში წყდება. მე პირადად ვამბობ, რომ დევდორაკის გახშირებული ჩამოსვლების შემდეგ ჩემთვის, როგორც გეომორფოლოგისთვის, ეს იყო ნომერ პირველი სიგნალი, როცა ჩვენ ვთქვით, რომ აი ამ პერიოდიდან ჩვენ გველოდება მძიმე სურათები. ეს მძიმე სურათი არის მათ შორის ანომალიური თოვლი გურიაში. ამ თოვლის დნობის შემდეგ ალბათობა წყალდიდობების და მეწყრების დაჩქარებული დაძვრის არსებობს, მაგრამ ზაფხული კიდევ წინ გველოდება. ეს არის დიდი აისბერგის მხოლოდ ნაწილი.
გარემოს ეროვნული სააგენტო მიადგა იმ გადაფასებას ფა მომენტს, როცა მთელი ქვეყნის მასშტაბით გადააზრება მოხდეს ყველა გადაწყვეტილების. იცით როგორ დეტალებში უნდა მოხდეს გადააზრება? შენობის კონსტრუქციის მდგომარეობა, სახურავების კეხები, ხიდების გამტარუნარიანობა, ინფრასტრუქტურის მედეგობა. სააგენტოსთან ერთად დამუშავდა 11 აუზზე საფრთხეების, რისკების და მოწყვლადობის რუკები. ეს მონაცემები ახლა დადასტურების ეტაპზეა. პირველად დონეზე მოხდა სკრინინგი, სად გვაქვს ცხელი წერტილები ჰიპოთეტურად. ეს ცხელი წერტილები ყველა მუნიციპალიტეტშია, ყველა რეგიონში ბევრი წითელი წერტილია”, - განაცხადა გიორგი გოცირიძემ რედაქტ2-თან ინტერვიუში.




























