მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

BusinessInsider: ვაქცინა მალე აფთიაქებში იქნება ხელმისაწვდომი

60309f1682bce
მარიამ ადამია
20.02.21 09:31
1661
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მალე აშშ-ის აფთიაქებში იქნება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ თეთრი სახლის ადმინისტრაცია იუწყება. მათი თქმით, პროგრამა, წამლით დაახლოებით 40 ათასზე მეტი აფთიაქის მომარაგებას და 11 თებერვლიდან მის უფასოდ განაწილებას გულისხმობს. გარდა ამისა, მილიონი დოზა 6 ათას 500 მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში გადაიგზავნება. ამ ეტაპზე დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად განიხილება თუ რომელი აფთიაქები მიიღებენ პირველი ვაქცინას იმისათვის, რომ მეტად ხელმისაწვდომი იყოს რისკ ჯგუფში შემავალი მოსახლეობისთვის.

პარალელურად, მთავრომა მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ვაქცინას ლოკალურ ფარმაცევტულ ობიექტებში დაელოდონ და მოიკითხონ პერიოდულად ვებ-გვერდების მეშვეობით. ასევე მუდმივ-კონტაქტს ინარჩუნებს "ვოლმარტი" საკუთარ კლიენტებთან, იმისათვის, რომ დაეხმაროს ხელისუფლებას მოსახლეობის დროული ვაქცინაციის კუთხით. პირველ ეტაპზე ვაქცინა ისევ შეზღუდული რაოდენობით იქნება განაწილებული და მის განაწილებას ფედერალური მთავრობა გაუწევს მონიტორინგს.

ვაქცინის ხელმისაწვდომობის გამარტივების პირობა აშშ-ის ალერგიის და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ექიმმა ენტონი ფაუჩმაც დადო და აღნიშნა, რომ სწრაფად გაუმჯობესდებოდა ვაქცინაციის პროცესი. ხოლო პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა COVID 19-თან დაკავშირებული ყველა პრობლემა პრიორიტეტად დაისახა და ყველაფრის გამოსწორებას შეეცადა. საბოლოოდ კი ეს პირობა 11 თებერვლიდან დაიწყებს აღსრულებას და ეტაპობრივად დაიხვეწება.

„დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ვაქცინებს დოზირებულად ვიღებთ. შეგვიძლია, კიდევ გავზარდოთ ვაქცინაციის საზოგადოებრივი ცენტრები, უკეთ მოვაწესრიგოთ ისინი აფთიაქებში და გარკვეულწილად, ცუდად მისადგომ ადგილებში მობილური პუნქტებიც შევქმნათ. ცხადია, ვაღიარებთ არსებულ პრობლემებს, მაგრამ ამასთან, არც ძალღონეს ვიშურებთ მათ გამოსასწორებლად“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანა Covid-19 ვაქცინის 32 მილიონზე მეტ დოზას ფლობს და 7-დღიანი შუალედით დღეში, დაახლოებით, 1,3 მილიონს იყენებს, თუმცა იმის მიუხედავად, რომ ბოლო კვირეების განმავლობაში პრეპარატების განაწილების ტემპი მნიშვნელოვნად გაიზარდა, პროცესმა კიდევ უფრო მეტი აქტუალობა შეიძინა, რადგან ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამები გავრცელდა.

ექსპერტები კი ვარაუდობენ, რომ აშშ-ის შემდეგ, შესაძლოა მალევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ დაიწყოს ვაქცინის დოზების აფთიაქებში გადანაწილება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები