ჩინური ავტომწარმოებელი BYD აცხადებს, რომ კომპანიის ახალი, ულტრასწრაფი ტექნოლოგიით, ელექტრომობილების დამუხტვას იმდენივე დრო დასჭირდება, რამდენიც ავტომობილის საწვავით ავსებას.
კერძოდ, BYD-ის განცხადებით, Super e-Platform ტექნოლოგიით, ელექტრომობილის სრულ დამუხტვას 5-დან 8 წუთამდე დასჭირდება. მათივე ინფორმაციით, ჩინეთის მასშტაბით 4000-ზე მეტი ასეთი დამტენი სადგურის აშენებას აპირებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინური ავტოინდუსტრია ელექტრომობილებზე შედარებით სწრაფი ტემპით გადაერთო, მათი დამუხტვის დრო და შეზღუდული მანძილი იმ ფაქტორებს შორისაა, რის გამოც შიდა წვის ძრავიანი ავტომობილებიდან ელექტრომობილებზე გადასვლა ჭიანურდება.
სწორედ ამიტომ, BYD-იმ ისეთ ტექნოლოგიაზე დაიწყო მუშაობა, რომელიც ავტომობილებს 5 წუთში დამუხტავს, რაც 400 კილომეტრის გასავლელად იქნება საკმარისი.
BYD-ის დოკუმენტაციის თანახმად, კომპანიამ გასულ წელს 4.3 მილიონი ავტომობილი აწარმოვა, რაც წლიურად 41%-იანი ზრდაა - მათგან 1.8 მილიონი ერთეული სრულად ელექტრონული ავტომობილი იყო, 2.5 მილიონი კი - ჰიბრიდი. ამასთან, ბოლო 6 თვის განმავლობაში ჩინეთის მცირე საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციები 50%-ით გაძვირდა.
კომპანიის წარმოებული პრემიუმ მოდელები $40 000 ღირს, თუმცა BYD-ის ბიუჯეტური ელექტრომობილების შეძენა ჩინეთში $12 000-ად არის შესაძლებელი.