მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინური BYD-ი საფრანგეთში ქარხანას ყიდულობს

BYD

ჩინური ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია BYD-ი საფრანგეთში Ineos Automotive-ის საწარმოს ყიდულობს და ქალაქ ამბაშში მდებარე ქარხნის შესაძენად ექსკლუზიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

BYD-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, სტელა ლის თქმით, ამბაშში დაგეგმილი ინვესტიცია საფრანგეთის მიმართ კომპანიის ნდობისა და ევროპაში ზრდის გაგრძელების ამბიციის გამოხატულება იქნება. კომპანიაში განმარტავენ, რომ ამჟამად გარიგებაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და მისი დასრულება შესაბამის საწარმოო საბჭოებთან კონსულტაციებზეა დამოკიდებული.

ინფორმაციისთვის, გასულ თვეს ევროკავშირი და ჩინეთი ბლოკში ჩინური ჰიბრიდული ავტომობილების ექსპორტის განახევრებაზე შეთანხმდნენ. კვლევითი ორგანიზაცია Schmidt Automotive Research-ის ანალიტიკოსის, მათიას შმიდტის შეფასებით, ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვების გათვალისწინებით, ამბაშის ქარხნის შეძენა BYD-სთვის საკუთარი პროდუქციის ბაზრისთვის უწყვეტად მიწოდების სწრაფი გზა იქნება.

ცნობისთვის, საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ამბაშის ქარხანა 1990-იანი წლების ბოლოს ბრენდ Smart-ისთვის აშენდა, 2020 წელს კი ის Ineos-მა Mercedes-Benz-ისგან შეიძინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები