მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BYD-ის აქციები ამ თვეში 1%-ით გაიზარდა

byd

ელექტრომანქანების უმსხვილესი მწარმოებელი BYD Co. მზარდი მოგებით, სწრაფად უახლოვდება Tesla Inc.-ს. ჰონკონგში ბაზირებული ჩინური ელექტრომობილების ფირმის აქციები ამ თვეში დაახლოებით 1%-ით გაიზარდა, რამაც Tesla-ს 17%-იან ვარდნას აჯობა - ამის შესახებ ინფორმაციას Yahoo Finance ავრცელებს.

თუ გავითვალისწინებთ BYD-ს დისციპლინას მოცულობის ზრდის დაბალანსებასა და მოგებიანობას, ის მოკლევადიან პერსპექტივაში,Tesla-სგან განსხვავებით, ყველაზე უსაფრთხო ფსონს წარმოადგენს", - თქვა კევინ ნეტმა, Tocqueville Finance-ის აზიური ბაზრების ხელმძღვანელმა.

ამასთან, BYD-მა ბოლო კვარტალში რეკორდულად 822,094 მანქანა გაყიდა, მათ შორის ჰიბრიდებიც, რაც ბაზარზე კომპანიის ლიდერობის გამყარებას დაეხმარა, როგორც ჩინეთის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილების ბრენდს.

JPMorgan Chase & Co.-ის შეფასებით, წინა კვარტალთან შედარებით კომპანიის მოგება ერთ მანქანაზე 46%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები თვლიან, რომ მომავალ წელს მაღალი კლასის ავტომობილების მეტი გაყიდვითა და ექსპორტზე დივერსიფიკაციით BYD-ს თავისი მოგებიანობის შენარჩუნება შეუძლია.

ინფორმაციისთვის: BYD თავისი ძვირადღირებული ავტომობილების - Yangwang U8 და Fang Cheng Bao BAO 5-ის მიწოდებას, სავარაუდოდ, მეოთხე კვარტალში დაიწყებს.

ამასთან, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში Tesla-მ 23.4 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, ნაცვლად პროგნოზირებული $24.06 მილიარდისა. გარდა ამისა, კომპანიას იმედგამაცრუებელი შედეგები ჰქონდა მოგების მიმართულებითაც. კერძოდ, წმინდა მოგებამ 2.3 მილიარდი დოლარი შეადგინა, ნაცვლად $2.56 მილიარდისა.

შემოსავლების არასახარბიელო შედეგები Tesla-ს ელექტრომობილების ფასების შემცირებითაა განპირობებული, რასაც, თავის მხრივ, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და გააქტიურებული კონკურენცია იწვევს.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.