ჩინურმა BYD-მ ელექტრომობილების გაყიდვებით TESLA-ს გადაუსწრო. უფრო კონკრეტულად გასული წლის მეოთხე კვარტალში ჩინურმა ავტომწარმოებელმა რეკორდული რაოდენობის, 525 409 ათასი ელექტრომობილი გაყიდა, ამერიკულმა ავტომწარმოებელმა კი ამავე პერიოდში 484 507 ათასი ერთეულის გაყიდვა მოახერხა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია TESLA-სთვის.
შესაბამისად ელექტრომობილების ბაზრის სათავეში BYD მოექცა 2023 წლის მეოთხე კვარტალში. წლიური გაყიდვების მაჩვენებლებით TESLA კვლავ ლიდერია, თუმცა ჩინური ავტომწარმოებელი ჩამორჩენას ამცირებს.
2023 წლის ჯამური მონაცემებით, ილონ მასკის Tesla -მ 1.8 მილიონი ავტომობილი გაყიდა, BYD-ის მაჩვენებელი კი 1.57 მილიონი ავტომობილია.
ჩამორჩენა საკმაოდ თვალშისაცემია, მაგრამ BYD-ის ზრდის ტემპია შთამბეჭდავი, 2022 წელთან შედარებით კომპანიამ 73%-ით მეტი ელექტრომობილის წარმოება და გაყიდვა მოახერხა, ამასთან შთამბეჭდავად გამოიყურება ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვების მაჩვენებელი, 1.44 მილიონი.