მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Bronco New Energy - Ford-ის ახალი მოდელი ჩინური ბაზრისთვის, Ram 1500 TRX - შაკილ ო’ნილის ავტოკოლექციის უნიკალური მოდელი - კვირის მთავარი ავტოსიახლეები

BRONCO EV

კვირის მთავარ ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა ჰოლდინგი"

Tesla-მ ჩინეთში ახალი ავტომობილები წარადგინა

ამერიკული Tesla, რომელსაც რიგი ფაქტორების გამო ბოლო თვეებში ელექტრომობილების გაყიდვა ფაქტობრივად ყველა ბაზარზე უჭირს, შემოსავლის გაზრდის მიზნით სიახლეებს აანონსებს. ჩინელი მომხმარებლის გულის მოსაგებად ილონ მასკის კომპანია ქვეყანაში ორ ახალ მოდელს წარადგენს. პირველი — გაზრდილი გასავლელი მანძილის მქონე სედანი Model 3 Plus-ია, მეორე კი — უფრო გრძელი, სამრიგიანი Model YL. ცოტა ხნით ადრე, Tesla-მ ჩინეთში Model Y Juniper-ი წარადგინა, მაგრამ ამ იდეამ, როგორც ჩანს, არ იმუშავა. ახალი $50,000-იანი Tesla Model YL ჩინეთში შემოდგომაზე გამოჩნდება. ეს ავტომობილი ექვსადგილიანია და ჩვეულებრივ მოდელთან შედარებით ოდნავ გრძელი და მაღალია. ამასთან, ელექტომობილს განახლებული დიზაინის დისკები, სკამები და უკანა ნაწილი აქვს, სადაც ასევე ახალ სპოილერს ვხვდებით. მსგავს ავტომობილს Tesla ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ყიდის, მაგრამ იმ ავტომობილში სივრცე საკმაოდ ლიმიტირებული. Tesla Model YL-ში ორი ელექტრომოტორი აქვს, რომლებიც ჯამურად 456 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ.

Bronco New Energy - Ford ახალი მოდელი ჩინური ბაზრისთვის

Ford ახალ მოდელს, სახელად Bronco New Energy, ჩინურ ბაზარზე უშვებს. სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ SUV ორი ელექტრიფიცირებული ვერსიით გამოდის: სრულიად ელექტრული მოდელი 105 კილოვატსაათიანი ბატარეით და დატენვადი ჰიბრიდი, რომელიც აერთიანებს 44 კილოვატსაათიან ბატარეას და შიგაწვის ძრავს. მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალით Bronco New Energy უფრო მეტად Bronco Sport-ს ჰგავს, მასაც აქვს დიდი Bronco-ს სტილში უკანა კარზე მიმაგრებული სრული ზომის სათადარიგო საბურავი, მაღალი კლირენსი და უგზოობისთვის განკუთვნილი საბურავები. ელექტრული ვერსია აღჭურვილია 105 კილოვატ-საათის მოცულობის ბატარეით, რაც WLTP სტანდარტით გათვლით საშუალებას აძლევს ავტომობილს გაიაროს დაახლოებით 648 კილომეტრი ერთ დამუხტვაზე. ჰიბრიდული ვერსია (PHEV) მოიცავს 44 კილოვატსაათიან ბატარეას და შიგაწვის ძრავს, რომელიც, სავარაუდოდ, მოქმედებს როგორც გენერატორი და არ ამოძრავებს პირდაპირ თვლებს. საერთო სავალი დისტანცია სრული ბატარეით და საწვავის ავზით დაახლოებით 1287 კილომეტრია, რაც ჰიბრიდებისთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ ორივე ვერსიის ბატარეები წარმოებულია ჩინური გიგანტის — BYD-ის მიერ, რაც ხაზგასმით მიუთითებს Ford-ის თანამშრომლობაზე ერთ-ერთ ლიდერ ბატარეის მწარმოებელთან გლობალურ ბაზარზე.

თუ BYD-ის ავტოპილოტი არ იმუშავებს, ჩინური კომპანია ფულს გადაგიხდით

როგორც BYD-ში ამბობენ, კომპანიის მიერ შექმნილი ავტოპილოტის სისტემა იმდენად უსაფრთხო და განვითარებულია, რომ თუკი რამე მოხდა და ავტომობილი ავარიაში მოჰყვა, ხარჯებს და ზარალს ჩინური კომპანია თავად აანაზღაურებს.
BYD-ის მტკიცებით, თვითმართვადი პარკინგის სისტემა, სახელწოდებით God’s Eye, ანუ “ღმერთის თვალი” მე-4 თაობის ავტონომიურობამდე განვითარდა, ანუ სრულ თვითმართვადობამდე მას მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს.
თუ რამე მოხდა და ავტომატური პარკინგის დროს BYD-ის ავტომობილი დაზიანდა ან სხვა დააზიანა, მანქანის მფლობელს დაზღვევის გამოყენება არ სჭირდება და შეუძლია პირდაპირ კომპანიას მიმართოს.
ამ დონის ტექნოლოგია BYD-ისთვის ექსკლუზიური არ არის, რადგან პირველი კომპანია, რომელმაც პარკინგის ტექნოლოგია მე-4 თაობამდე განავითარა Mercedes-Benz-ი იყო, მაგრამ ამ ფუნქციის გამოყენება კონკრეტულ ავტომობილებზე შეიძლება, ისიც მხოლოდ შტუტგარტის აეროპორტის პარკინგზე. ასეთივე ტექნოლოგიაზე მუშაობს ამერიკული Tesla, მაგრამ, როგორც ექსპერტები ამბობენ, მე-4 თაობამდე მას ჯერ კიდევ ბევრი აშორებს. ამ მიმართულებით ასევე მუშაობს Google-ის შვილობილი Waymo, რომლის ავტომობილები ასევე მე-4 თაობის თვითმართვად ტექნოლოგიას იყენებენ.

Nissan-ი იაპონიაში ქარხნებს ხურავს

Nissan Motor-ი, წარმოების შემცირების გლობალური რესტრუქტურიზაციის ფარგლებში, იაპონიაში Oppama-ს ქარხნის დახურვას აანონსებს. ავტომწარმოებლის განცხადებით, Oppama-ს ობიექტი 2028 წლის მარტამდე დაიხურება, წარმოება შეწყდება და ოპერაციები ფუკუოკას სამხრეთ პრეფექტურაში მდებარე ქარხანაში გადავა. იაპონიის სიდიდით მესამე ავტომწარმოებელი წარმოებას Nissan Shatai-ს Shonan-ის ქარხანაშიც შეწყვეტს - ობიექტი, რომელიც მსუბუქ კომერციულ ავტომობილებზეა ორიენტირებული. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ივან ესპინოზას თქმით, ამ კონკრეტული ქარხნის დახურვა 2027 წლის მარტამდე იგეგმება. ესპინოზამ ფართომასშტაბიანი გეგმებიც გამოაცხადა, რომლებიც ბაზარზე პოზიციონირების შეცვლას, მათ შორის გლობალური წარმოების 3.5 მილიონიდან 2.5 მილიონამდე და საწარმოო ობიექტების 17-დან 10-მდე შემცირებას ითვალისწინებს.

ავტომწარმოებელმა Oppama-ს ქარხანა 1991 წელს გახსნა და ის იაპონიის ერთ-ერთი პირველი მასშტაბური ავტოქარხანაც გახლდათ. Oppama-ს, რომელიც იაპონიის გლობალური ამბიციების სიმბოლო იყო დიდი ხნის განმავლობაში Nissan-ის „დედა ქარხანად" მოიხსენიებდნენ. ობიექტი 3 900 პირს ასაქმებდა და დღემმდე 18 მილიონამდე ავტომობილი აქვს წარმოებული.

Ram 1500 TRX - შაკილ ო’ნილის ავტომობილების კოლექციის უნიკალური მოდელი

NBA-ს ლეგენდა შაკილ ო’ნილი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ავტომობილების განსაკუთრებული გემოვნება და გრანდიოზული მასშტაბები მისი ხელწერაა. ყოფილმა კალათბურთელმა კოლექციას ახალი Ram 1500 TRX შემატა — ავტომობილი, რომელიც მთლიანად მისი პროპორციებისა და სტილის მიხედვით შეიქმნა. შაკის ახალი პიკაპი თვალშისაცემია ექსტერიერის და ინტერიერის დეტალებითაც. მოდელის ძირითადი გარდაქმნა ავტომობილების მოდიფიკაციის სახელგანთქმულმა გუნდებმა — Apocalypse 6×6-მა და Traffic Jams Motorsports-მა განახორციელეს.


ექსტერიერის კუთხით, Ram აღჭურვილია მოდიფიცირებული მაშუქებით, სპეციალური ცხაურით და განახლებულით დიზაინით, რომელიც ახალ იერს აძლევს მოდელს. ინტერიერში კი — წითელი ტყავი, ჭერზე Rolls-Royce-ის სტილში გაფორმებული Starlight და უამრავი ისეთი დეტალია, რაც ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს: ეს მანქანა მხოლოდ შაკისთვის შეიქმნა. იუთუბერის Mr.Gotdamnit-ის ინფორმაციით, პიკაპის ღირებულება 3.5 მილიონ დოლარს აღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები