მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბზობას რუსეთის მიერ სუმში სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმა ყოველგვარ ზღვარს სცილდება - ტრამპის წარმომადგენელი

კიტ კელოგი

ბზობას რუსული ძალების მიერ სუმში სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმა ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაიჭრა, - ამის შესახებ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„როგორც ყოფილ სამხედრო ლიდერს, მესმის, ობიექტების მიზანში ამოღება და ეს არასწორია. სწორედ ამიტომ მუშაობს პრეზიდენტი ტრამპი ამ ომის დასასრულებლად“, - აცხადებს კელოგი.

შეგახსენებთ, დღეს დილით რუსებმა სუმზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 32 ადამიანი, 99 კი დაშავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები