მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ცალკეული ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა მოქალაქეების დაცვის მიზნითაა მიღებული"

5e85d865bae51
ინგა მურუსიძე
02.04.20 21:00
1138
„ჩვენ გავამკაცრეთ მიდგომები, რათა მაქსიმალურად დავრწმუნდეთ, რომ კვლავაც ეფექტურად ვმართავთ პრევენციულ ღონისძიებებს და ჩვენი მოქალაქეები დაცულები არიან“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, 31 მარტიდან ფაქტობრივი კარანტინის რეჟიმი და გამკაცრებული ზომები გავრცელდა ცალკეულ ეკონომიკურ საქმიანობაზე.

„გვესმის, რომ ეს ქმნის გარკვეულ უხერხულობას, მაგრამ ყველა გაგებით უნდა მოვეკიდოთ. პირველ რიგში, ეს მიმართულია იქითკენ, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის, იმავე ბიზნესებში დასაქმებული ადამიანებიც“, - განაცხადა თურნავამ.

მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა მთავრობის დადგენილებაზე, რომელმაც განსაზღვრა სისტემა შემადგენელი და მსხვილი კომპანიები, ასევე ცალკეულ ეკონომიკური საქმიანობის სახეები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედებისას საქმიანობის გაგრძელებას შეძლებენ.

„პირველ რიგში, აქცენტს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლანების, ასევე ეპიდემიოლოგებისა და ინფექციონისტების მიერ შემუშავებული წესების დანერგვასა და დაცვაზე. ყველა ბიზნესს მივმართავ, ყველამ უნდა ვისწავლოთ ცხოვრება ამ წესების დაცვით. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული, მაგრამ ეს იქნება ბიზნესების შემდგომი ფუნქციონირების აბსოლუტური წინაპირობა და ჩვენ ამას გავაკონტროლებთ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.