მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ცენტრალურ გაზსადენზე ავარიაა - თბილისის ორ უბანს გაზმომარაგება სრულად ხვალ აღუდგება

6038b7feef6d6
BM.GE
26.02.21 12:56
912
თბილისის გაზმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალზე ავარია მოხდა. როგორც „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული შემთხვევის გამო, თემქის დასახლებასა და ავჭალის ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა.

„თბილისი ენერჯის“ სპეციალური ჯგუფები ადგილზე სრულადაა მობილიზებული. გაზმომარაგების უმოკლეს დროში აღდგენისთვის ამ დროისთვის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნული სამუშაოები დღეს დღის ბოლომდე დასრულდება. გაზმომარაგება კი უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ხვალ, 27 თებერვალს 21:00 საათამდე სრულად აღდგება“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები