მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-10 კომპანია, რომლებშიც I კვარტალში ენერგეტიკაში ყველაზე მეტი FDI ჩაიდო

ინვესტიცია

პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკის სექტორებიდან ყველაზე მოცულობითი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ენერგეტიკაში განხორციელდა. ამ პერიოდის განმავლობაში 201 მილიონიან FDI-ში ენერგეტიკაზე 78.7 მლნ დოლარი მოდიოდა, რაც 2023 წლის პირველი კვარტალის 14 მლნ დოლარით აღემატება.

ენერგეტიკაში პირველი სამი თვის განმავლობაში ყველაზე დიდი ინვესტიცია ჩეხეთიდან ჩაიდო. ქვეყნების რეიტინგი კი საიდანაც სექტორში FDI შემოვიდა ასეთია:

  1. ჩეხეთი - $38.2 მლნ;
  2. ნიდერლანდები - $15.2 მლნ;
  3. თურქეთი - $4.4 მლნ;
  4. ლუქსემბურგი - $1.6 მლნ;
  5. ისრაელი - $66 ათასი.

დანარჩენი ქვეყნებიდან კი ჯამში 19 მლნ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.

TOP-10 ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანია კი რომლებშიც ამ პერიოდში სხვადასხვა ქვეყნიდან ინვესტიციები ჩაიდო ასე გამოიყურება:

  • სს თელასი
  • შპს თბილისი ენერჯი
  • სს ენერგო-პრო ჯორჯია
  • სს საქორგგაზი
  • შპს ვარციხე 2005
  • სს ხრამჰესი II
  • შპს ეს ჯი გაზ - კომპანი
  • შპს აჭარ ენერჯი-2007
  • შპს მტკვარი ჰოლდინგი
  • სს ეპ ჯორჯია გენერაცია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები