მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცენტრალური ბანკები რეცესიას მიზანმიმართულად იწვევენ - BlackRock

6399d1db6ef04
გიორგი თოლორდავა
15.12.22 00:00
635
მსოფლიოს უმსხვილესი საფინანსო ორგანიზაციის, BlackRock-ის შეფასებით, განვითარებული სახელმწიფოების ცენტრალური ბანკები მონეტარული პოლიტიკის ზედმეტად გამკაცრებით მიზანმიმართულად იწვევენ გლობალურ რეცესიას.

BlackRock-ის ანალიტიკოსების შეფასებით, სამომხმარებლო ფასების ზრდა უმწვავესი გლობალური პრობლემაა, თუმცა მის დასაძლევად განაკვეთების ზრდის ხისტი პოლიტიკა საბოლოო ჯამში გლობალურ ეკონომიკას რეცესიამდე მიიყვანს, რასაც აშშ-ის ფედერალური რეზერვისა თუ ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელები კარგად აცნობიერებენ.

ცნობისთვის, მსოფლიოს წამყვანი საფინანსო ორგანიზაციები 2023 წლიდან დასავლეთის მასშტაბით რეცესიის განვითარებას პროგნოზირებენ, რომელიც, სავარაუდოდ, რამდენიმე კვარტლის განმავლობაში გაგრძელდება.

ევროპის ცენტრალური ბანკის შეფასებით, რეცესია გარდაუვალი ნამდვილად არ არის და არსებობს იმის რეალური შანსი, რომ ინფლაციის პრობლემა ეკონომიკის კრიტიკულად შენელებამდე დაიძლიოს.

ზოგადად, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ეკონომიკური აქტივობის შემცირებას იწვევს, ზედმეტად მაღალი საპროცენტო განაკვეთების შემთხვევაში კი ბიზნესის გაფართოების ტემპი და შემოსავლები მცირდება, რაც, თავის მხრივ, ხელფასების შემცირებას და საბოლოო ჯამში რეცესიას იწვევს.

1988 წელს დაფუძნებული BlackRock-ი მსოფლიოს უმსხვილესი აქტივების მმართველი ორგანიზაციაა, ის ამჟამად დაახლოებით $10 ტრილიონის აქტივებს აკონტროლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები