მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების უმრავლესობა მარტივ მდგომარეობაში არაა - კობა გვენეტაძე

61b0c07064d4d
ინგა მურუსიძე
08.12.21 22:30
553
ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების უმრავლესობა ადვილ მდგომარეობაში არ არის, მაგრამ მათ უნდა გააკეთონ ყველაფერი საუკეთესო იმისთვის, რომ ამ სიტუაციის დაძლევა მოხდეს, - ასე პასუხობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების მიერ მის წინააღმდეგ გაჟღერებულ კრიტიკას.

მისივე თქმით, იმაში, რაც ხდება, ლომის წვლილი პანდემიას მიუძღვის.

„თქვენ არ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საუბარი იმ დროს, როცა ინფლაცია მაღალია, მაშინ როცა ქვეყანა გადის უპრეცედენტო შოკს, როგორც ხშირად ამბობენ ხოლმე, 100 წელიწადში რომ ხდება ისეთ შოკს და წარმოუდგენელია, ამას თავისი გამოწვევები არ მოეტანა. აქედან გამომდინარე, ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების უმრავლესობა მარტივ მდგომარეობაში არ არის, მაგრამ მათ უნდა გააკეთონ ყველაფერი საუკეთესო იმისთვის, რომ ამ სიტუაციის დაძლევა მოხდეს. არავისთვის არ არის ადვილი ეს ინფორმაცია, მაგრამ პანდემიამ შეიტანა ლომის წილი იმაში, რაც დღეს ხდება“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები