12:00 საათის მდგომარეობით, 17 მაჟორიტარულ ოლქში, სადაც არჩევნების მეორე ტური ტარდება, ამომრჩეველთა აქტივობა 8,29 %-ია.
როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისთვის არჩევანი 177 462 ამომრჩეველმა გააკეთა.
მისივე თქმით, ყველაზე მაღალი აქტივობა იმერეთის 21-ე მაჟორიტარულ ოლქში დაფიქსირდა - 11,4%, ხოლო ყველაზე დაბალი - 6.2%-იანი აქტივობაა საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში.
საქართველოს 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღიარებს და მეორე ტურში არ მონაწილეობს. მიუხედავად ამისა, ოპოზიციონერი კანდიდატების სახელი, გვარი და საარჩევნო ნომერი ბიულეტენში მაინც რჩება.