15 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 33.18% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 160 413 ამომრჩეველია. ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
საარჩევნო ადმინისტრაცია მოსახლეობას საარჩევნო პროცესში აქტიურობისკენ მოუწოდებს.
„კენჭისყრის პროცესი გრძელდება და მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამომრჩევლებს იაქტიურონ, ვინაიდან არჩევნების დასრულებამდე 4 საათი დარჩა.
აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს №4 კრწანისის საარჩევნო ოლქში 28 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა საპილოტე პროექტის ფარგლებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს.
ამომრჩევლები ხმას სპეციალური აპარატის გამოყენებით აძლევენ, აპარატის საშუალებით შედეგები კენჭისყრის დასრულებისთანავე გახდება ცნობილი, თუმცა აღნიშნულ უბნებზე ბიულეტენებს ასევე დაითვლიან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები", - განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა.