მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენ არ გვჭირდება ჩიხი ცესკოში, ჩვენ გვჭირდება გამართული ცენტრალური საარჩევნო კომისია - კობახიძე

ირაკლი კობახიძე
23.02.24 16:39
465

ჩვენ არ გვჭირდება ჩიხი ცესკოში, ჩვენ გვჭირდება გამართული ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც გამართულად ჩაატარებს საარჩევნო პროცესს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველი გუნდი მოქმედებს თავიდან ბოლომდე ინსტიტუტების სიძლიერის ინტერესიდან გამომდინარე.

„რაც შეეხება კონკრეტულად ცესკოს შესახებ კანონს, რიტორიკასთან ეს ნაკლებადაა დაკავშირებული, საბოლოო ჯამში მარტივად, რომ ვთქვათ რასთან გვაქვს საქმე, არსებული კანონი, რომელიც ეფუძნებოდა თავის დროზე 19 აპრილის შეთანხმებას, ითვალისწინებდა ჩიხს, ნუ რეალურად დღეს ცესკო არის ერთგვარ ჩიხში შესული, ცესკო თავმჯდომარე და ორი წევრი არიან არჩეული დაახლოებით ორი წლის წინ ექვსი თვის ვადით და მათ მხოლოდ იმის გამო უგრძელდებათ უფლებამოსილების ვადა, რომ ახალი თავმჯდომარე და წევრები არ არიან არჩეული, ეს არის ჩიხი ანუ სუსტი ლეგიტიმაცია, ეს არის ჩიხური ვითარება ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის. ეს ჩიხი შექმნა იმ პუნქტმა, რომელიც ჩაიდო თავის დროზე საბოტაჟის წყალობით, ასე ვთქვათ 19 აპრილის შეთანხმებაში, ახალი კანონი, რომელიც მიიღო პარლამენტმა ითვალისწინებს ჩიხიდან გამოსვლას, ეს ჩვენ განვმარტეთ ევროპელი პარტნიორების წინაშე და ჩვენი არგუმენტები ძალიან კარგად იქნა მიღებული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. ჩვენ არ გვჭირდება ჩიხი ცესკოში, ჩვენ გვჭირდება გამართული ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც გამართულად ჩაატარებს საარჩევნო პროცესს, შესაბამისად ამ შემთხვევაში ჩვენ ვმოქმედებთ თავიდან ბოლომდე ინსტიტუტების სიძლიერის ინტერესიდან გამომდინარე. აქედან გამომდინარე ჩვენ მოგვიწია ჩვენი პოზიციის მკაცრად დაცვა, მიუხედავად იმისა, რომ იყო განსხვავებული ჩანაწერი ვენეციის კომისიის დასკვნაში, მათ შორის შეგახსენებთ სრული ნონსენსია მოცემული მოქმედ კანონში, გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა შეასრულოს ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობა, ნუ ასეთ ნონსენს, როცა გვირჩევენ ბუნებრივია ჩვენი ვალია წარმოვადგინოთ არგუმენტები და მივიღოთ ისეთი კანონი, რომელიც მიესადაგება ცესკოს მიუკერძოებლობის და ეფექტიანობის ინტერესებს“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები