მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სათანადო ვადებში, მყინვარები შესაბამისი მონიტორინგის სისტემებით დაიფარება - ირაკლი კობახიძე

პრემიერი

ადრეული გაფრთხილების არსებობის შემთხვევაში კურორტზე ტრაგედიის თავიდან არიდება შესაძლებელი იქნებოდა.

ირაკლი კობახიძემ თავად ახალი ინფორმაციის შესახებ კომენტირებისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ თეა გოდოლაძე ტრაგედიის დროს ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა. ადრეული გაფრთხილების სისტემების შესახებ კი მას ასეთი პასუხი აქვს:

„ადრეული გაფრთხილების სისტემებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ კიდევ მთავრობის დამტკიცების დღეს და შემდეგ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას გავაკეთე. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უძღვება. ამ ყველაფერში შვეიცარიელი პარტნიორები არიან ჩართული და სათანადო ვადებში მყინვარები დაფარული იქნება ყველა შესაბამისი მონიტორინგის სისტემით. გარკვეულ დროს ეს მოითხოვს, თუმცა სათანადო ვადებში შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად ყველა სამუშაო შესრულდება“.

კითხვაზე - შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებული გამოძიების შესახებ რა არის დღეისთვის ცნობილი, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ დღეს გარდაცვლილთა ოჯახებს შეპირდა, რომ უახლოეს დღეებში შეხვდება მათ რა დროსაც ისინი გამოძიების დეტალებს უშუალოდ გაეცნობიან და მოუსმენენ ექსპერტებს, დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში გასცენ ამ პასუხები. „შემიძლია გავცე დაპირება, რომ უახლოეს მომავალში ასეთი შეხვედრა შედგება“ - თქვა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები