ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით საუბნო საარჩევნო კომისიების 95%-ზე მეტი არის დათვლილი.
როგორც ცესკო-ს ბრიფინგზე ითქვა, დარჩენილია რამდენიმე საარჩევნო უბნის მონაცემები, ძირითადად, ის უბნები, სადაც არჩევნები მაჟორიტარული წესითაც მიმდინარეობდა და სადაც ითვლება ორი სახის ბიულეტენი.
თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერის არჩევნების ნაწილში წინასწარი მონაცემები, რაც ცესკოს ვებგვერდზე აისახა, შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე www.results.cec.gov.ge




























