მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩაანაცვლებს თუ არა ნაღდ ფულს ციფრული ლარი? - პაპუნა ლეჟავა სებ-ის გეგმებზე

615b4369ac174
თამთა ჯიჯავაძე
04.10.21 23:30
5721
ის, რომ ნაღდი ფული სრულად ციფრულმა ლარმა ჩაანაცვლოს, მოკლე ვადაში არ არის რეალისტური, - ამის შესახებ Forbes Talks-ში ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა. მისი თქმით, სებ-ი მუშაობს ციფრული ლარის შექმნაზე და საპილოტე პროექტის ამოქმედება, მომდევნო წელს იგეგმება.

„ციფრული ლარით გვინდა ახალი, კომფორტული, თანამედროვე ტექნოლოგიებზე მორგებული გადახდის საშუალება შევქმნათ.

ქაღალდის ფულის ტექნოლოგია შემუშავებულია ხუთი საუკუნის წინ. მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა, 21-ე საუკუნეში ვართ და გვაქვს ტექნოლოგიური რევოლუცია. იგივე პროცესი გაიარა ფინანსურმა ტექნოლოგიებმაც, ჩვენ ვიცით არაერთი კრიპტოვალუტა რომელიც სარგებლობს ახალი ტექნოლოგიებით, ვგულისხმობ პირველ რიგში, ბლოკჩეინს. ბლოკჩეინს აქვს საშუალება რომ ხელი შეუწყოს თანამედროვე ტექნოლოგიების მარტივად განვითარებას. ციფრულ ლარსაც სწორედ ეს მიზანი აქვს - რომ იყოს გადახდის უფრო თანამედროვე საშუალება“, - განმარტავს სებ-ის ვიცეპრეზიდენტი.

მისივე თქმით, მსოფლიოში ცენტრალური ბანკების 85% უკვე მუშაობს ციფრულ ვალუტაზე, ზოგი კვლევით ეტაპზეა, ზოგი ტესტავს, ზოგმა უკვე დანერგა კიდეც, მათ შორის ჩინეთმა და ბაჰამამ. „ჩვენც გვინდა რომ ამ ტრენდის მოწინავე ვიყოთ“, - აღნიშნა სებ-ის ვიცეპრეზიდენტმა.

კითხვაზე, ვინ შეძლებს მის გამოყენებას, პაპუნა ლეჟავამ აღნიშნა, რომ პირველ ეტაპზე ციფრული ლარის ადგილობრივად რიტეილ-გამოყენებისთვის დანერგვა იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები