მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კიბერუსაფრთხოებას საფინანსო სექტორისთვის მზარდი მნიშვნელობა აქვს - ლეჟავა

64244b76b34e0
BM.GE
29.03.23 18:36
547
სტატიაში საუბარია:
ეროვნულმა ბანკმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს კიბერუსაფრთხოების საჯარო-კერძო პარტნიორობის პლატფორმის სადამფუძნებლო შეხვედრაში, რომელიც ციფრული მმართველობის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, პროექტი ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება.

"შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ეროვნული ბანკის ვიცე - პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ. მან ყურადღება გაამახვილა კიბერუსაფრთხოების მზარდ მნიშვნელობაზე ფინანსური სექტორისთვის, განსაკუთრებით ციფრული ტრანსფორმაციისა და ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების ფონზე. პაპუნა ლეჟავამ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა საჯარო - კერძო პარტნიორობის საკვანძო როლს კიბერრისკის ეფექტურ მართვაში.

კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მექანიზმებისა და საჯარო - კერძო პარტნიორობის განვითარება საქართველოსთვის ეროვნული დონის სტრატეგიული პრიორიტეტია. საჯარო - კერძო სექტორის პარტნიორობის პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი ჩართულია, როგორც ფინანსური სისტემის სექტორული ზედამხედველი. ზემოაღნიშნული მიმართულება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეროვნული კიბერუსაფრთხოების გარემოს სათანადო და მდგრადი ფუნქციონირებისთვის, მათ შორის, კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტებისთვის,"- ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები