მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი ეკონომიკის 5%-იანი ზრდის პროგნოზის გაზრდას გეგმავს

6477049c82eea
თინათინ ნატმელაძე
31.05.23 12:25
2291
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას პროგნოზირებენ.

"მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი ჩვენ 5% გვაქვს, თუმცა ჩვენი უკვე არსებული მონაცამების საფუძველზე ეს პროგნოზი გადაიხედება გაზრდის კუთხით, ჩვენ მომდევნო განახლება მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გვექნება ზაფხულის ბოლოს და ამ პერიოდში უკვე გადავხედავთ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას. მთლიან შიდა პროდუქტში ვითვალისწინებთ ყველაფერს, რაც შეიძლება გავლენას ახდენდეს მის ჩამოყალიბებაზე", - აცხადებს ლეჟავა.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი 2023 წელს ქვეყანაში 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა. გადაწყვეტილება 10 მაისს გამოქვეყნდა. მანამდე სებ-ი 4%-იან ზრდას პროგნოზირებდა. 

ამასთან, სებ-ი მოელის რომ საშუალოვადიან პერიოდში ქვეყანაში ინფლაცია 3%-იან ნიშნულთან ახლოს დასტაბილურდება.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები