მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის გაწმენდითი სამუშაოების გამო მოძრაობა შეიზღუდება

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი

თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე დაგეგმილი კლდოვანი ფერდის გაწმენდითი სამუშაოების განხორციელების გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

თბილისის მერიის ცნობით, სამუშაოების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით, 14, 15 და 16 ნოემბერს, ღამის საათებში 00:00-დან 06:00 საათამდე, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება სრულად შეიზღუდება.

შეზღუდვა შეეხება ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთასთან არსებულ გვირაბიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირამდე მდებარე საგზაო მონაკვეთს.

შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძის და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების გამოყენებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები