მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - დეტალები

მერია
03.09.24 20:57
710

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათ ცნობით, მიზეზი გარე განათების ქსელის განახლებისთვის სამუსაოებია.

"ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული გარე განათების ქსელის განახლება მიმდინარეობს. სამონტაჟო სამუშაოების გამო, საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება 4 სექტემბრის 00:00-06:00 საათებში.

გზა არ გადაიკეტება ერთდროულად ორივე მიმართულებით, მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება. გარე განათების სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები