მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩამოაქვს თუ არა ო'ბრაიენს ბიძინა ივანიშვილის სანქცირების კონკრეტული პაკეტი? - სახდეპი Accent-ს პასუხობს

სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ სახდეპი

"როგორც წესი, სანქციებზე წინასწარ არ ვსაუბრობთ და არც გამოვრიცხავთ სანქციებს" - ასე უპასუხეს გამოცემა „აქცენტს“ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში.

გამოცემა შეეცადა გაერკვია მოსალოდნელია თუ არა რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, რომელიც საქართველოს დღეს უნდა ესტუმროს, „ბიძინა ივანიშვილის სანქცირების კონკრეტული პაკეტი ჩამოიტანოს“, როგორც ამას ტელეკომპანია „იმედი“ იუწყებოდა. თუმცა სახდეპში ინფორმაცია არ დაადასტურეს და არც უარყვეს.

სახელმწიფო დეპარტამენტმა ჯეიმს ო’ბრაიენის საქართველოში ვიზიტის შესახებ განცხადება 10 მაისს გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწე მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება, რათა გამოხატოს აშშ-ის მტკიცე ერთგულება ქართველი ხალხისადმი.

13 მაისს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჯეიმს ო’ბრაიენს შეხვედრაზე უარი უთხრა, იმ მიზეზით, რომ ისედაც დე ფაქტო სანქციების ქვეშ მყოფი ივანიშვილი, შანტაჟის ქვეშ ვერანაირ შეხვედრას ვერ გამართავს. ირაკლი კობახიძემ ისიც თქვა, რომ 14 მაისს თავად მთავრობის სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად ჯეიმს ო’ბრაიენს შეხვდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები