მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩარლი კირკის მკვლელი დაკავებულია - დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელი დაკავებულია. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ Fox News-ის ეთერში ისაუბარ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა ეტაპზე იყო დამნაშავის ძიების პროცესი, ტრამპმა განაცხადა: გვაქვს სიახლე. “მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩარლი კირკის მკვლელი ავიყვანეთ. ის დაკავებულია და ამისთვის სამართალდამცველებს მინდა მადლობა გადავუხადო”.

რამდენიმე წამის წინ, ტრამპმა კირკის მკვლელის შესახებ დამატებითი ინფორმაციაც გაავრცელა. მისი თქმით, დამნაშავე 28-29 წლის მამაკაცია.

შეგახსენებთ, მემარჯვენე პლატფორმა Turning Point USA-ს დამფუძნებელი და თანამედროვე ამერიკული კონსერვატიზმის წამყვანი ფიგურა, ჩარლი კირკი 10 სექტემბერს, სახურავიდან განხორციელებული გასროლით მოკლეს. ის იუტას შტატში, უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილ 3000 სტუდენტსა და მხარდამჭერს ხვდებოდა და საჯარო დებატებს მართავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები