მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Chart Industries-ი და Flowserve-ი გაერთიანდებიან

Chart Industries / Flowserve

წყალმომარაგების და წყალარინების წარმოების სექტორის ორი ამერიკული კომპანია, Chart Industries-ი და Flowserve-ი გაერთიანდებიან, რითაც ბაზარზე ახალი $19-მილიარდიანი მოთამაშე გახდება.

აღნიშნული შერწყმით, სითხისა და აირის ტექნოლოგიებში ახალი ლიდერი გაჩნდება, რომელიც საკუთარი ნოუჰაუს ისეთ დარგებში გამოიყენებს, როგორიცაა გათხევადებული ბუნებრივი აირი, ბირთვული ენერგია და დატაცენტრები, რადგან ორივე ეს კომპანია ამ ტიპის ინფრასტრუქტურისთვის გაგრილების და სხვა სისტემებს ქმნის.

გარიგების თანახმად, გარიგება აქციების გაცვლით შედგება დაახლოებით 1/3 პროპორციით, ანუ Chart-ის ერთი აქციის სანაცვლოდ აქციონერები Flowserve-ის სამ აქციას მიიღებენ — და პირიქით. ახალი ერთობლივი კომპანიის ხელმძღვანელი Flowserve-ის გენერალური დირექტორი, სკოტ როუ იქნება, ხოლო Chart-ის დირექტორი კილ ევანკო დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს. აღნიშნული გარიგება არამხოლოდ გააერთიანებს ორ კომპანიაში მიმოფანტულ რესურსებს, არამედ ახალ ძლიერ მოთამაშეს შექმნის.

Chart-ის აქციონერები ახლად შექმილი კომპანიის 53.5%-იანი წილის მფლობელები გახდებიან, დანარჩენს კი Flowserve-ის აქციონერები მიიღენ. ბოლო სავაჭრო სესიაზე Chart-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $7.3 მილიარდი იყო, როცა Flowserve-ის ღირებულებას ინვესტორები $6.6 მილიარდად აფასებენ. შერწყმის შედეგად, კომპანიები წლიურად $300 მილიონის ხარჯების დაზოგვას პროგნოზირებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები