მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კენ გრიფინის Citadel-მა ტრეიდინგით რეკორდული მოგება მიიღო

კენ გრიფინი

ცნობილი ამერიკელი ინვესტორის, კენ გრიფინის ტრეიდინგი კომპანია Citadel Securities-მა 2026 წლის პირველ ცხრა თვეში $15 მილიარდზე მეტის წმინდა სავაჭრო შემოსავალი მიიღო და ამით ახალი რეკორდი დაამყარა.

როგორც ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, მხოლოდ მესამე კვარტალში კომპანიის შემოსავალმა $3.4 მილიარდს გადააჭარბა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29%-იანი ზრდაა. ამასთან, მესამე კვარტალში კომპანიის წმინდა მოგება დაახლოებით 13%-ით გაიზარდა და მან $1.19 მილიარდს მიაღწია.

ტრეიდინგ პლატფორმის შემოსავლების მკვეთრ ზრდას ბაზრის მერყეობამ, უჩვეულო ვოლატილობამ, გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა და ინსტიტუციური სერვისების გაფართოებამ შეუწყო ხელი. მოგეხსენებათ, Citadel Securities-ის ბიზნესმოდელი საცალო ინვესტორების მიერ აქციების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან საკომისიოების მიღებას ეფუძნება და რაც უფრო მაღალია ვაჭრობის მოცულობა, მით უფრო მეტია კომპანიის შემოსავალი.

პარალელურად, კენ გრიფინის ჰეჯ-ფონდმა, Citadel-მა, რომელიც მხოლოდ ულტრა-მდიდარ კლიენტებს ემსახურება, ინვესტორებისთვის დაახლოებით $3.5 მილიარდის მოგების დაბრუნების გეგმა დააანონსა. ამასთან, ფლაგმანური ფონდის, Wellington-ის ამონაგებმა ოქტომბრის ჩათვლით 15.3% შეადგინა. შედარებისთვის, ამავე პერიოდში S&P 500-ის ზრდის მაჩვენებელი 12.5% იყო, ანუ კენ გრიფინის ჰეჯ-ფონდმა ბაზარს აჯობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები