მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ChatGPT-ს გამოსაყენებლად ანგარიშის შექმნა აღარ იქნება საჭირო

chatgpt

OpenAI-ს გადაწყვეტილებით, ChatGPT-ის სერვისის გამოყენებისთვის მომხმარებლებს აღარ მოუწევთ ხელოვნური ინტელექტის ჩართვისას ანგარიშის შექმნა და ავტორიზაციის გავლა.

ცხადია, პირადი ანგარიშის ფუნქციონალი ისევ ხელუხლებლად დარჩება, თუმცა მისი შექმნა აუცილებელი აღარ იქნება, როგორც ეს ადრე იყო.

OpenAI-ს განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება AI-ს დემოკრატიზაციის მიმართულებით გადადგმული მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ის იმაზე მიუთითებს, რომ კომპანიას არა მომხმარებლების პირადი მონაცემების შეგროვება, არამედ საკუთარი ხელოვნური ინტელექტის გაზიარება სურს.

ამჟამად ChatGPT-ს მსოფლიოს 185 ქვეყანაში 100 მილიონამდე აქტიური მომხმარებელი იყენებს, რაც მას ყველაზე მოთხოვნად ხელოვნური ინტელექტად აქცევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები