მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩავარდნილი აუქციონის შემდეგ სენაკის წყალმომარაგების ტენდერის საფასური 7 მლნ-ით 52 მლნ-მდე გაიზარდა

წყალი GWP

ქალაქ სენაკსა და მიმდებარე დასახლებებში წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია მოხდება - ამას ითვალისწინებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ ხელმეორედ გამოცხადებული ტენდერი, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 52.3 მილიონი ლარია.

ანალოგიური ტენდერი კომპანიამ იანვარშიც გამოაცხადა, თუმცა მასში მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ არ მიიღო, რის შემდეგაც ის გაზრდილი ღირებულებით ხელმეორედ გამოცხადდა.

“ქალაქის მოსახლეობა 27 217-ს შეადგენს. იმავე საიტის ქვეთავში „მოსახლეობა“ ეს რიცხვი 28 506-ის ტოლია, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ოფიციალური საიტით, სენაკის მოსახლეობა 21 596 შეადგენს, რაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები“-ს მონაცემებს ემთხვევა. ახალსოფლის მოსახლეობა ამავე აღწერის შედეგებით შეადგენს - 861-ს,”- ნათქვამია პროექტის აღწერაში.

გამოქვეყნებული ტენდერის თანახმად, უნდა მოხდეს საქაჩი სადგურისა და სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია.

ტენდერში მონაწილე კომპანიებისთვის მოთხოვნილი გამოცდილება მოიცავს 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე არანაკლებ 22.5 მილიონი ლარის ანალოგიური სამუშაოები წყალმომარაგების სისტემებთან დაკავშირებით.

ტენდერში კომპანიებისგან წინადადებების მიღება 26 ივნისს იწყება და 2 ივლისს მთავრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები