მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო დროებით გაჩერდება

კუს ტბის საბაგირო

ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.

როგორც სატრანსპორტო კომპანიაში განმარტავენ, საბაგირო გზას ჩაუტარდება რეგლამენტით გათვალისწინებული გეგმური ტექნიკური სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც მგზავრთა მომსახურებას განაახლებს. თუმცა უწყებაში ვერ აზუსტებენ რამდენ ხანს გაგრძელდება სამუშაოები.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები