მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩელთის" ახალი პრემიუმ ღვინოების ფასი ₾120-დან ₾2000-მდეა - სად იყიდება „Heritage - მემკვიდრეობა“?

ჩელთიიი

„ჩელთიმ“ ნოემბრიდან ახალი პრემიუმ რეზერვი ღვინოების ხაზის „Heritage - მემკვიდრეობა“ წარმოება დაიწყო. „ქალების ნარატივში“ „ჩელთის“ კომერციული დირექტორი ანა მირიანაშვილმა ღვინის პრემიუმ ხაზის მახასიათებლებზე საუბრობს.

„ჩელთის მემკვიდრეობის კოლექცია აერთიანებს ყველაზე გამორჩეული მოსავლის წლის ღვინოებს. ამჟამად გამოვუშვით ხუთი მოსავლის, 2007,2008, 2015 და 2016 წლის საფერავის ჯიშის ღვინოები, როგორც ქვევრის ასევე მუხის კასრში დაძველებული. მემკვიდრეობის კოლექციაში წარმოდგენილ თითოეულ სახეობას აქვს უამრავი ჯილდო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღებული“, - განაცხადა ანა მირიანაშვილმა.

„Heritage - მემკვიდრეობის“ ხაზის ღვინოების გაყიდვა წლების განმავლობაში გაჩერებული იყო, რადგან მიწისქვეშა საძველეში მისი დავარგება ხდებოდა.

„გვინდოდა ჩვენი გამორჩეული ღვინოები ერთი ხაზის ქვეშ გაგვეერთიანებინა. ვფიქრობ, ბაზარზე უპრეცედენტო რაოდენობის რეზერვის ღვინო გამოვუშვით, რაც 150 ათას ბოთლამდეა და ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება", - აღნიშნა „ჩელთის“ კომერციულმა დირექტორმა.

ღვინოების ხაზი „Heritage - მემკვიდრეობა“ ნოემბრიდან საქართველოსთან ერთად ამერიკასა და გერმანიაშია ხელმისაწვდომი. ერთი ბოთლის ღირებულება კი 120 ლარიდან იწყება და 2000 ლარსაც აღწევს.

„საკმაოდ ვნერვიულობდით თავიდან, არ ვიცოდით როგორ მიიღებდა მომხმარებელი, რადგან საფასო სეგმენტი საკმაოდ მაღალი აქვს და ქართული ღვინო ასეთ საფასო სეგმენტში იშვიათად არის ხოლმე წარმოდგენილი. ჩვენი მიზანი იყო ქართული ღვინო წამყვანი პრემიუმ ხაზის მსოფლიო ღვინოების გვერდით ყოფილიყო და ვფიქრობთ, ეს კოლექცია თავის სიტყვას იტყვის. „Heritage - მემკვიდრეობას“ , როგორც ადგილობრივზე ისე ექსპორტზე თანაბრად იქნება წარმოდგენილი“, - აღნიშნა ანა მირიანაშვილმა.

შეგახსენებთ, „ჩელთი“ ბაზარზე 2001 წლიდან ოპერირებს, რომლის საექსპორტო პორთფელში 27 -ი ბაზარია გაერთიანებული. კომპანიაში ესპორტის წილს 70% უკავია, ადგილობრივს - 30%, თუმცა ეს რიცხვი მუდმივად ცვალებადია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები