საქართველოს რესტორატოთა ასოციაციის თავმჯდომარის შოთა ბურჯანაძის აზრით, ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებული რისკები თავისუფლების დაკარგვას ნიშნავს.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც საუბრის ერთ-ერთი თემა პოლიტიკური კრიზისის და შეჩერებეული ევროინტეგრაციის ტურისტების გეოგრაფიაზე გავლენა იყო.
შოთა ბურჯანაძის თქმით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაცია ევროპის ქვეყნებიდან ტურისტების მოსაზიდად ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს, მაგრამ რესტორატორისთვის ისიც გასაგებია, რომ მხოლოდ ტურიზმის ადმინისტრაციის მარკეტინგული აქტივობები ევროპელ ტურისტს საქართველოში ვერ მოიზიდავს, თუ პოლიტიკური სიტუაცია არ შეიცვალა.
„პრობლემა, რომელიც ვიზალიბერალიზაციასთან მიმართებით დგას, [თუ ფაქტად იქცა], ჩემი აზრით, თავისუფლებას გვაკარგვინებს... ზუსტად ეს პროცესი უნდა შეიცვალოს და ამას მხოლოდ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ვერ შეცვლის“, - ამბობს შოთა ბურჯანაძე.
- თუ ქვეყანა ევროპულ გზაზე არ დაბრუნდა ანუ ევროინტეგრაცია ვერ გაგრძელდა და უვიზო რეჟიმი გაუქმდა, როგორ აისახება ასეთი მოცემულობა კერძო სექტორზე თუ ბიზნესი მაინც ადაპტირდება?
- იცით, ჩვენ ხომ საბჭოთა კავშირის დროსაც ვიყავით და ვცხოვრობდით... ნებისმიერი სფერო ვადაპტირდებოდით...
- მაგრამ გააჩნია როგორ?
- შენი სურვილი თუ არის, იყო მონა, ეს ადამიანის გადაწყვეტილებაა. ჩვენ ღმერთმა მოგვცა შესაძლებლობა, ვიფიქროთ და მოგვცა ღმერთმა შესაძლებლობა ვიაზროვნოთ და ვიმოქმედოთ თავისუფალ გარემოში. ჩვენი ქმედების განმსაზღვრელი ამ დედამიწაზე არავინ არ არის. ჩვენ ვერავინ ვერასდროს გაგვაკრიტიკებს. ჩვენ გვაკრიტიკებს ჩვენი ბოლო დღე რომ დადგება, მაშინ უფალი, მანამდე ვერავინ ვერ გაგვაკრიტიკებს.
- რამე კანონი ღირს ევროპული გზიდან ქვეყნის ჩამოშორებად?
- არაფერი არ ღირს... ჩვენ ვინმეს და რამეს ხომ არ ვეწებებით?! შეიძლება, რაღაცა შეფერხდეს, მაგრამ ეს არ მოკვდება. შეიძლება, შენვე შეხვიდე დაპყრობილ რეალობაში და თქვა, რომ ეს კარგი არის, მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში ეს ვერ იქნება სხეულის ნაწილი და როდესაც ზედმეტია სხეულის ნაწილი, ის წყდება ყოველთვის და ამიტომაც ვიბრძვით საუკუნეების მანძილზე თავისუფლებისთვის, რადგან ჩვენ ადგილზე არ ვიყავით...




























