მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩემი გზავნილი საპირისპიროა" - მარგუს ცაჰკნას თქმით, პაპუაშვილის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება

პაპუაშვილი

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა შალვა პაპუაშვილის მიერ მათი შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ ის სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა: "ყველა შევთანხმდით, რომ სწორი გავაკეთეთ, როცა არ მოვუსმინეთ ევროპელ კოლეგებს და არ დავაწესეთ სანქციები, არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი".

ამის საპასუხოდ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ამ საკითხებზე შეთანხმება არ ყოფილა და საპირისპირო გზავნილი აქვს, რომ საქართველო არ მოძრაობს სწორი მიმართულებით.

"ნება მომეცით ნათლად ვთქვა სათქმელი, ჩვენ არ შევთანხმებულვართ არცერთ ნახსენებ საკითხზე. ჩემი გზავნილი საპირისპიროა: საქართველო არ მოძრაობს სწორი მიმართულებით!",- წერს მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში და პაპუაშვილის შესაბამის განცხადებას აზიარებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები