მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩემი კანონპროექტი [ქართველი ხალხის აქტი] კიდევ ერთხელ დაადასტურებს ჩვენს ერთგულებას ქართველი ხალხის მიმართ - ჯინ შაჰინი

ჯინ შაჰინი

სენატორი ჯინ შაჰინი ამბობს, რომ მისი სასანქციო კანონპროექტი [ქართველი ხალხის აქტი] ითვალისწინებს სადამსჯელო ზომებს საქართველოში სწრაფ პოლიტიკურ ცვლილებებზე პასუხისმგებელ პირებზე და ამასთან, კიდევ ერთხელ დაადასტურებს ერთგულებას ქართველი ხალხის მიმართ.

"საქართველოში "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონპროექტის მიღება ძალიან შემაშფოთებელია.

ჩემი კანონპროექტი დააწესებს სასჯელს საქართველოში იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ სწრაფ პოლიტიკურ ცვლილებაზე და გადააფასებს აშშ-ის დახმარებას, ამასთან, კიდევ ერთხელ დაადასტურებს ჩვენს ერთგულებას ქართველი ხალხის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის მიმართ",- წერს სენატორი სოციალურ ქსელში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები