მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩემი საახალწლო სურვილი ახდა და საქართველო 2024 წელს EU-ის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით ხვდება - პაველ ჰერჩინსკის მილოცვა

პაველ
30.12.23 10:09
668

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის საახალწლო მილოცვა გაავრცელა.

"შობა-ახალი წელი ის დროა, როდესაც ბავშვობიდან მოყოლებული, სურვილს ვიფიქრებთ ხოლმე და მის ასრულებას ველოდებით. ჩემი საახალწლო სურვილი ახდა და საქართველო 2024 წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით ხვდება.

ევროკავშირის ელჩად ყოფნის დროს, არ შემხვედრია საქართველოს არცერთი მოქალაქე, ვისაც იგივე სურვილი არ ექნებოდა, ამიტომ, მოდით, შობა-ახალი წელი საქართველოს ამ ისტორიული მიღწევით აღვნიშნოთ. ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!“, – ამბობს პაველ ჰერჩინსკი.

ამასთან, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს ვიდეოს, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები და EU4Georgia-ს საკომუნიკაციო გუნდი საქართველოს მოქალაქეებს დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავენ:"გისურვებთ სიხარულით, წარმატებებით, ახალი წამოწყებებით სავსე და ჰარმონიულ 2024 წელს“, – აღნიშნულია მილოცვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები