მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩემთვისაც დაუფინანსებია კვლევა GIZ-ის, თუმცა ვმუშაობდით სრულად დამოუკიდებლად - მოსამართლე

მანანა კობახიძე

"რა თქმა უნდა, GIZ-ი არის უცხოური ორგანიზაცია, თუმცა იმთავითვე პრეზუმფცია, რომ რადგან GIZ-გან კვლევაში მიიღე თანხა ე.ი. ატარებ მის ინტერესებს?" - ჰკითხა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ მანანა კობახიძემ მოპასუხე მხარეს "რუსული კანონის" საწინააღმდეგო სარჩელების განხილვის სხდომაზე.

"ტაბულას" თანახმად, მანანა კობახიძემ აღნიშნა, რომ, როდესაც მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში, თავადაც აუღია დაფინანსება უცხოური ორგანიზაციისგან, GIZ-გან კვლევის ჩასატარებლად.

"კვლევა დაუფინანსებია GIZ-ს პირადად ჩემთვისაც, როცა ვმუშაობდი "კონსტიტუციის 42-ე მუხლში", იქ ყოველთვის ვუთითებდით ამ კვლევაზე, რომ კვლევაში გამოხატული აზრები, მოსაზრებები, პოზიციები არ გამოხატავს GIZ-ის რაღაც ინტერესებს და იმ წიგნში რას დავწერდით, ჩვენი იდეები რა იყო, რას განვახორციელებდით ვიყავით ამაში სრულად თავისუფალი. რა თქმა უნდა, GIZ-ი არის უცხოური ორგანიზაცია, თუმცა იმთავითვე პრეზუმფცია, რომ რადგან GIZ-გან კვლევაში მიიღე თანხა ე.ი. ატარებ მის ინტერესებს?" - თქვა მანანა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები