მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩემთვისაც სიახლეა. არ ვიცი რომელ ქვეყანაშია - ბაჩიაშვილის ადვოკატი

ადვოკატი

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი ლევან მახარაშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს და აცხადებს, რომ ბაჩიაშვილთან კომუნიკაცია მხოლოდ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ ჰქონდა, თუმცა ის არ უკითხავს - როდის და რატომ წავიდა.

როგორ სასამართლოში მისულმა ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბაჩიაშვილს პასპორტი ჩამორთმეული ჰქონდა და რადგან მან აღკვეთის პირობა დაარღვია, ბრალდების მხარეს პირობის შეცვლის შესაძლებლობა აქვს.

"როგორც თქვენთვის არის ეს სიახლე, ისე ჩემთვისაა. გიორგი ბაჩიაშვილთან პირველი კომუნიკაცია აღნიშნული პოსტის შემდეგ მქონდა. არ ვიცი რომელ ქვეყანაშია. ერთადერთი ვიცი, რომ თანახმაა ჩვენება დისტანციურად მისცეს, სხვა არანაირი დეტალი არ ვიცი.

პასპორტები ჩამორთმეული ჰქონდა. როგორ წარმოგიდგენიათ ადამიანმა, რომელმაც საზღვარი გადალახა ან მე რატომ უნდა გამოვკითხო როდის და რატომ წავიდა და ამ დეტალებით რატომ უნდა დავინტერესდე. როცა ადამიანი დაარღვევს გირაოს პირობებს, ეს საფუძველია ბრალდების მხარისთვის, რომ აღკვეთის ღონისძიება შეცვალონ. შესაბამისად, ამის ალბათობა არის მათ შეუძლია გირაო დაპატიმრებით შეცვალონ, რაც მათი გადასაწყვეტია", - განაცხადა ლევან მახარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ქვეყანა დატოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები