მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩერნომორსკი-ბათუმის საბორნე მიმოსვლა აღდგა - UkrFerry

UKRFERRY

გადამზიდავი კომპანია UkrFerry ჩერნომორსკი-ბათუმის საბორნე მიმოსვლას აახლებს. ამის შესახებ კომპანიის მიერ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განრიგიდან ვიგებთ. საზღვაო გადაზიდვების ეს ხაზი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე გაჩერდა.

განრიგის მიხედვით, პირველი რეისი ჩერნომორსკიდან 2 ივლისსაა დაგეგმილი და მგზავრობის დრო 60 საათს მოიცავს.

აღნიშნულ მარშრუტზე საავტომობილო-სარკინიგზო/სამგზავრო ბორანი Kaunas-ი ივლის, რომელიც 1989 წელს გერმანიაშია აშენებული. ბორანზე 250 სამგზავრო ადგილია რომლებიც ლუქს, ნახევრად ლუქსის, ორ და სამადგილიან კაიუტებზეა განაწილებული, რომელიც კეთილმოწყობილია.

„ბორნის მაღალი გამტარობა და მისი მოცულობები, რაც სიგრძეში 190, სიგანეში კი 28 მეტრს გულისხმობს, შტორმის პირობებშიც კი რყევას ამცირებს. 2 სატვირთო გემბანი კი 49 უნივერსალურ სარკინიგზო ვაგონების და 50 სატვირთო მანქანას იტევს“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები