მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანული Rheinmetall-ი უკრაინას ათიათასობით საარტილერიო ჭურვს მიაწვდის

rheinmetall

უკრაინამ გერმანულ სამხედრო კომპანია Rheinmetall-თან რამდენიმე ათიათასი ერთეული 155 მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვის მიწოდების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა.

როგორც ირკვევა, გარიგების ღირებულება რამდენიმე ათეულ მილიონ ევროს შეადგენს.

არსებული ინფორმაციით, საბრძოლო მასალის წარმოება უკვე დაწყებულია, ხოლო კონტრაქტით გათვალისწინებული მიწოდება 2027 წლის პირველ კვარტალში უნდა დასრულდეს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ამუნიციას Rheinmetall-ი ესპანეთში მდებარე საწარმოში, Rheinmetall Expal Munitions-ში აწარმოებს.

რაც შეეხება კომპანიის სხვა მიმდინარე პროექტებს, ივნისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად, Rheinmetall-ი რუმინეთს €5.7 მილიარდის ღირებულების სამხედრო ტექნიკას მიაწვდის. ამასთან, კომპანია კამიკაძე დრონების გამოშვებასაც გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები