მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CHEVRON-ის და HESS-ის $53-მილიარდიან გარიგებას აშშ-ის მარეგულირებელი სწავლობს

chevron

ამერიკის შეერთებული შტატების მარეგულირებელი კომისია Chevron-ის მიერ კონკურენტი კომპანიის, Hess Corporation-ის 53 მილიარდ დოლარად შესყიდვის საკითხს სწავლობს და კომპანიების მხრიდან დამატებით ინფორმაციას მოითხოვს.

გარიგების მასშტაბებიდან გამომდინარე, არსებობს იმის შანსი, რომ ენერგეტიკული გიგანტის მიერ Hess-ის შესყიდვა ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვას უწყობდეს ხელს, რაც ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაშია.

ზოგადად, Chevron-ის მიერ Hess-ის შესყიდვის გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია მის მთავარ კონკურენტთან, Exxon Mobil-თან, რომელმაც ცოტა ხნის წინ, 60 მილიარდ დოლარად ენერგეტიკული კომპანია Pioneer Resources შეიძინა.

მარეგულირებლის მიერ ამ გარიგების დადასტურების შემდეგ, Chevron-ს საწარმოო შესაძლებლობების გაზრდა და დამატებითი რესურსების ათვისება შეეძლება, რადგან კომპანია Hess-ი მსოფლიოს მასშტაბით მილიარდობით დოლარის აქტივებს ფლობს.

თავად კომპანია 1995 წელს დაფუძნდა და მისი ხელმძღვანელი ჯონ ჰესია, რომელიც შერწყმის პროცესის დასრულების შემდეგ, Chevron-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდება.

რაც შეეხება Chevron-ს, ეს ენერგეტიკული გიგანტი 271 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და სანავთობო ტიტანების რეიტინგში ის მესამე ადგილს იკავებს, Saudi Aramco-სა და Exxon-ის გვერდით.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები