ამერიკულმა ენერგეტიკულმა გიგანტმა, Chevron-მა კონკურენტი კომპანიის, Hess Corporation-ის 53 მილიარდ დოლარად ყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.
Chevron-ის მიერ გადადგმული ნაბიჯი, შესაძლოა, მისი მთავარი კონკურენტის, Exxon-ის გადაწყვეტილებას უკავშირდებოდეს, რომელმაც ორი კვირის წინ Pioneer Resources-ი 60 მილიარდ დოლარად შეისყიდა.
ამ გარიგების შედეგად, Chevron-ს საწარმოო შესაძლებლობების გაზრდა და დამატებითი რესურსების ათვისება შეეძლება, რადგან კომპანია Hess-ი მსოფლიოს მასშტაბით მილიარდობით დოლარის აქტივებს ფლობს.
თავად კომპანია 1995 წელს დაფუძნდა და მისი ხელმძღვანელი ჯონ ჰესია, რომელიც შერწყმის პროცესის დასრულების შემდეგ, Chevron-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდება.
რაც შეეხება Chevron-ს, ეს ენერგეტიკული გიგანტი 306 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და სანავთობო ტიტანების რეიტინგში ის მესამე ადგილს იკავებს, Saudi Aramco-სა და Exxon-ის გვერდით.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.