მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩეხეთი covid-რეგულაციებს ისევ ამკაცრებს

603e17aae6313
ნათია თაქთაქიშვილი
02.03.21 15:26
1505
ჩეხეთის პრემიერ მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა კორონავირუსის გამო დაწესებული აკრძალვების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. პრემიერმა ინიციატივა იმით ახსნა, რომ ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების რაოდენობა რეკორდულ ნიშნულს აღწევს და ინფიცირების მაჩვენებლები მზარდია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ხალხს დღემდე არ სურს covid-წესების დაცვა და სწორედ ამიტომ არის ინფიცირების ასეთი მაღალი მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში. შესაძლოა, ეს აკრძალვები დაგვეხმაროს“, - განაცხადა ანდრეი ბაბიშმა.

ქვეყანაში, სადაც 10.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა - 11-ჯერ უფრო მაღალი, ვიდრე - გერმანიაში.

ახალი შეზღუდვები, გამონაკლისების გარდა, მოქალაქეებისთვის მშობლიურ ქალაქებსა და რაიონებში მოგზაურობას ზღუდავს. ეს შეზღუდვები ძალაში დღეიდან, ქვეყანაში ვირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან ერთი წლისთავზე დაწესდა.

სამკვირიანი ბრძანების შესასრულებლად, დაახლოებით, 26 ათასი პოლიციელი და 3 800 ჯარისკაცი იქნება მობილიზებული.

ჩეხეთში პანდემიამ, ჯამში, 20,400-ზე მეტი ინფიცირებულის სიცოცხლე იმსხვერპლა, ინფიცირებულთა მაჩვენებელმა კი, 1,240,000-ს გადააჭარბა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები