მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU თავის საზღვრებში ხელოვნური ინტელექტის რეგულაციებზე მუშაობს

ai

ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა ხელოვნური ინტელექტის რეგულირებისთვის მსოფლიოში პირველი სრულმასშტაბიანი კანონპროექტის შექმნის შესახებ დროებით შეთანხმებას მიაღწიეს.

BBC-ის ცნობით, 36-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მხარეების სახის ამომცნობი სისტემებისა და ChatGPT-ის მსგავსი მოდელებისათვის გარკვეული წესების ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ.

ევროპარლამენტი AI-ის რეგულირების ინიციატივას კენჭს 2024 წლის დასაწყისში უყრის, თუმცა ცნობილია, რომ კანონპროექტი ძალაში 2025 წლამდე არ შევა.

ინიციატივა EU-ს ფარგლებში ხელოვნური ინტელექტისათვის უსაფრთხო საზღვრების დაწესებასა და აღმასრულებელი ინსტიტუციებისთვის AI-ის ადაპტირების შესაძლებლობის შეზღუდვას მოიაზრებს. კანონი მომხმარებლებს უფლებას მისცემს კომპანიების წინააღმდეგ საჩივრები შეადგინონ და ზარალის ფინანსური ანაზღაურებაც მოითხოვონ.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ვონ დერ ლაიენი აღნიშნავს, ხელოვნური ინტელექტის აქტი ტექნოლოგიის განვითარებას შეუწყობს ხელს ისე, რომ ადამიანთა კეთილდღეობა და უფლებები საფრთხის ქვეშ არ მოექცეს.

AI-ისთვის რეკომენდაციებს აწესებენ აშშ, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები