მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩეხეთი, ისრაელი, ბალტიისპირეთი - ქვეყნები, ვისთანაც საზღვრის გახსნა იგეგმება

5ede0f2c77a24
შოთა ტყეშელაშვილი
08.06.20 14:44
6048
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა მარიამ ქვრივიშვილმა მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა იმ ქვეყნების შესახებ, რომლებთანაც საქართველო საჰაერო მიმოსვლის აღდგენას გეგმავს.

ქვრივიშვილის თქმით, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ამ მხრივ, სავარაუდოდ, ისრაელი იქნება, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან კი ეს სავარაუდოდ, ბალტიისპირეთის ქვეყნები და ჩეხეთი შეიძლება იყოს.

“ეტაპობრივად მიმდინარეობს უსაფრთხო დერეფნების შესახებ მოლაპარაკება. ეტაპობრივად გაიხსნება ქვეყნები და ამ მოლაპარაკებებში მთავარია მოლაპარაკების მეორე მხარის ქვეყანაში არსებული ეპიდემიური სიტუაცია. საქართველო მზად არის სრულად. გაიდლაინები არის გამოქვეყნებული, ტურისტული ობიექტებისთვის და მათი შემოწმება მიმდინარეობს, აეროპორტები სრულად ადაპტირდება საერთაშორისო სტანდარტებთან. იქნება უსაფრთხოების ბევრი ფილტრი - ეს კი იმისთვის, რათა დავრჩეთ კონკურენტურნარიანად და დავრჩეთ უსაფრთხო ქვეყნად. მოლაპარაკებები გრძელდება, ყველამ თავლყური უნდა ვადევნოთ ვითარებას. აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკება ისრაელთან, რომელიც იქნება ერთ-ერთი პირველი, სადაც გაიხსნება საჰარეო მიმოსვლა. გვაქვს პოზიტიური განწყობა ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ საქართველო იქნება იმ ცოტა ქვეყანას შორის სადაც ჩეხეთი თავდაპირველად გახსნის მიმოსვლას,”- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები