მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩეხეთი, სადღესასწაულოდ, კოვიდის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ამკაცრებს

5fe3467b21e10
ნათია თაქთაქიშვილი
23.12.20 19:15
680
ჩეხეთის რესპუბლიკა, სადღესასწაულოდ, კოვიდის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ამკაცრებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრ იან ბლატნის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, 27 დეკემბრიდან ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური საფრთხის მაქსიმალური, მეხუთე დონე გამოცხადდება და კვების, საყოფაცხოვრებო საქონლის, აფთიაქების და სამომხმარებლო მომსახურების გარდა, ყველა მაღაზია დაიკეტება.

მაქსიმალურად შეიზღუდება მოქალაქეების გადაადგილება. დასაშვები იქნება არაუმეტეს ორი ადამიანის შეკრება, გამონაკლისი მხოლოდ ერთი ოჯახის წევრებს შეეხებათ. ასევე, გაგრძელდება ე.წ. კომენდანტის საათი, რომელიც 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იმოქმედებს.

18 დეკემბრიდან ჩეხეთში დაიხურა კაფეები, რესტორნები, სასტუმროები, კულტურული დაწესებულებები და სპორტული კომპლექსები. 4 იანვრიდან სკოლები და უნივერსიტეტები იმუშავებენ დისტანციურად, გარდა დაწყებითი სკოლების და საბავშვო ბაღებისა.

ცნობისთვის: 21 დეკემბერს, პარლამენტმა, მთავრობის თხოვნით, საგანგებო რეჟიმი 2021 წლის 22 იანვრამდე გააგრძელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები