ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კოკისპირულმა წვიმებმა მდინარეების ადიდება გამოიწვია და ათასობით სახლი დააზიანა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა დაადასტურა, რომ სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაიხრჩო.
ჩეხეთში, სტიქიის გამო, ქვეყნის ორ უმაღლეს ლიგაში შაბათ-კვირას დაგეგმილი საფეხბურთო მატჩები ჩაიშალა.
მსხვერპლი მოჰყვა შტორმ „ბორისს“ რუმინეთშიც, სადაც წყალდიდობის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.
პოლონეთსა და ჩეხეთში წყალდიდობის გამო, უკრაინისკენ მიმავალი მატარებლებიც შეფერხებულია,- ამის შესახებ ტელეგრამის საშუალებით, უკრზალიზნიცის პრესსამსახური იტყობინება .
წყალდიდობის საფრთხის გამო ჩეხეთის რკინიგზის გადაწყვეტილებით, შაბათ-კვირას დაგეგმილი ყველა რეისი გადადებულია. ათობით ხაზზე უკვე შეჩერებულია მოძრაობა, რისი მიზეზიც სარკინიგზო ხაზებზე წაქცეული ხეებია.
პრესსამსახურის თქმით, უკრზალიზნიცია კონტაქტშია ორივე ქვეყნის გადამზიდებთან და მზადაა დაეხმაროს უკრაინას ლოგისტიკურ საკითხებში.