ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, ჩეხეთის არმიის ყოფილი მეთაური პეტერ პაველი იმარჯვებს.
დამოუკიდებელი კანდიდატი პეტრ პაველი 61 წლის გადამდგარი გენერალია. მან ჩეხეთის მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობის მხარდაჭერა მოიპოვა. ის აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის დახმარებას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.
ჩეხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის და ნატოს სამხედრო კომიტეტის ყოფილმა ხელმძღვანელმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მილიარდერი ექს-პრემიერი ანდრეი ბაბიში დაამარცხა. ბაბიში ჩეხეთის მთავრობის მეთაური 2017-2021 წლებში იყო.
პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ პაველს გამარჯვება მას შემდეგ მიულოცა, რაც საარჩევნო ოლქების 88% იქნა დათვლილი და პაველმა - ხმების, დაახლოებით, 57%, ბაბიშმა კი 43% მიიღო.