მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭიათურა გლობალური ტექნოლოგიური საზოგადოების ქსელის - Google Developer Groups ოფიციალური წევრია

ჭიათურა გლობალური ტექნოლოგიური საზოგადოების ქსელის - Google Developer Groups ოფიციალური წევრია
16.10.24 10:29
441

ჭიათურა, მსოფლიოს უდიდეს ქალაქებთან ერთად, გლობალური ტექნოლოგიური საზოგადოების ქსელის - Google Developer Groups-ის (GDG) ბაზაში იძებნება და ის რიგით მეორე ქალაქია საქართველოდან (თბილისის შემდეგ), რომელიც ჩამონათვალში შეგხვდებათ: https://gdg.community.dev/

ყოველილე ეს კი ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის საშუალებით განხორციელდა, რომლის მხარდამჭერია კომპანია ჯორჯიან მანგანეზი.

“GDG-ის წევრობა საშუალებას გვაძლევს, გავხდეთ მსოფლიო დონის ინოვაციების ნაწილი და გავაძლიეროთ ტექნოლოგიური ეკოსისტემა ჭიათურაში,” განაცხადა ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორმა ნატალია პატარიძემ.

Google Developer Groups (GDG) არის გლობალური ტექნოლოგიური საზოგადოების ქსელი, რომელიც აერთიანებს დეველოპერებს, ინჟინრებსა და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს. ეს ორგანიზაცია ქმნის სივრცეს, სადაც მონაწილეები სწავლობენ Google-ის უახლეს ტექნოლოგიებს, იზიარებენ გამოცდილებას და ერთად ქმნიან ინოვაციურ პროექტებს.

“ჩვენი გაწევრიანება GDG-ში ნიშნავს, რომ ჭიათურაში მულტიფუნქციური ცენტრის ბაზაზე ტექნოლოგიური ინიციატივები უფრო მეტად განვითარდება. ეს საშუალებას მოგვცემს ჩავატაროთ ფართო მასშტაბის შეხვედრები, ვორქშოპები და სემინარები, სადაც მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა გაიღრმაონ ცოდნა, განავითარონ პროფესიული უნარები და შექმნან საერთაშორისო კავშირები,” განაცხადა პატარიძემ.

ჭიათურაში მულტიფუნქციური ცენტრის მიზანია, ჭიათურა ვაქციოთ რეგიონულ ტექნოლოგიურ ჰაბად, სადაც ახალგაზრდები და პროფესიონალები შეძლებენ აითვისონ Google-ის უახლესი ტექნოლოგიები, განვითარდნენ როგორც დეველოპერები და გახდნენ გლობალური ინოვაციური საზოგადოების ნაწილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები