მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთ-საქართველოს ვაჭრობა მილიარდს უახლოვდება - რა გავყიდეთ/ვიყიდეთ 6 თვეში?

62da9c5c676ac
ვიქტორია მღებრიშვილი
22.07.22 19:55
4712
საქართველოსთვის ჩინეთი წლების განმავლობაში ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნად რჩება. 2022 წლის პირველ ნახევარში უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის 10.9%-იანი წილით ჩინეთმა მესამე ადგილი დაიკავა. აღნიშნულ პერიოდში ქვეყნებს შორის ექსპორტ-იმპორტი 41.2%-ით 922.5 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ექსპორტის კუთხით ჩინეთი საქართველოსთვის რიგით პირველი ქვეყანაა, სადაც მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში 400 მლნ დოლარის ღირებულების საქონლის რეალიზება მოხდა. ეს რიცხვი გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 38%-ით გაიზარდა.

საქსტატის ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოდან ჩინეთში 6 თვეში TOP-5 საექსპორტო საქონელი ასე გამოიყურება:

1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 316.5 მლნ დოლარი, 124 335 ტონა;
2. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - 39 მლნ დოლარი, 13 671 ტონა;
3. ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 10.9 მლნ დოლარი, 41 ტონა;
4. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 7.2 მლნ დოლარი, 2 081 ტონა;
5. ალუმინი დაუმუშავებელი - 5.1 მლნ დოლარი;

დანარჩენი საქონელი - სულ 20.3 მლნ დოლარი.

რაც შეეხება იმპორტს, საიმპორტო ქვეყნებში ჩინეთი 8.8%-იანი წილით მესამე ადგილს იკავებს. ამასთან იმპორტი, ექსპორტის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება. 2022 წლის პირველ 6 თვეში ჩინეთიდან საქონლის შესაძენად საქართველოდან 522.4 მლნ დოლარი გავიდა. ზრდა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 43.9% იყო.

TOP-5 საიმპორტო საქონლის ჩამონათვალი კი ასეთია:

1. პოლიაცეტალები, მარტივი პოლიეთერები და ფისები - 23.3 მლნ დოლარი, 16 355 ტონა;
2. რეზინის ახალი პნევმატური სალტეები და საბურავები - 22.6 მლნ დოლარი, 7 119 ტონა;
3. ჰაერის კონდიცირების მოწყობილობები - 16.9 მლნ დოლარი, 2 173 ტონა;
4. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 16,3 მლნ დოლარი, 129 ტონა;
5. ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 15.9 მლნ დოლარი, 12 347 ტონა;

დანარჩენი საქონელი სულ 427.3 მლნ დოლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები